აშშ აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, ყატარში თალიბანის პოლიტიკური ოფისის შექმნის ჩათვლით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს შეთანხმებას, თუკი ის ავღანეთში ომის დასრულებას მოიტანს შედეგად. ნულანდის კომენტარი მოჰყვა ავღანეთის თალიბანის განცხადებას, რომ მათ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ყატარში პოლიტიკური წარმომადგენლობის დაფუძნებაზე და მოითხოვეს გუანტანამოდან პატიმრების გათავისუფლება.
ყველაზე პოპულარული
1