Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოქმედდა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური


საქართველოს კონტროლის პალატაში დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური. მისი შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ახალი კანონის შესაბამისად გადაწყდა. სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნულმა ნათია მოგელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან აქტიურად ითანამშრომლებენ და მათი ფინანსური საქმიანობის და გამჭვირვალობის მონიტორინგს უზრუნველყოფენ. კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, დღეიდან ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს წერილს იმის შესახებ, რომ ფინანსური საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის გასაცემად პასუხისმგებელი პირები უნდა დანიშნონ. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი ვებგვერდი, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია პარტიათა ფინანსური მდგომარეობის თაობაზე. ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, 1 თებერვლამდე პარტიებმა უნდა წარადგინონ ფინანსური საქმიანობის ანგარიში, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
XS
SM
MD
LG