Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ოჯახის აკლდამაში დაკრძალეს ურნა ვაცლავ ჰაველის ფერფლით


დღეს პრაღაში, ოჯახის აკლდამაში დაკრძალეს ურნა ვაცლავ ჰაველის ფერფლით. ჰაველი იყო ჩეხი დისიდენტი და დრამატურგი. ის სათავეში ედგა 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციას, რომელმაც ბოლო მოუღო ათწლეულების განმავლობაში კომუნისტების მმართველობას. რევოლუციის შემდეგ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად იქნა არჩეული, შემდეგ კი ის ჩეხეთის რუსპუბლიკის პრეზიდენტი იყო. ვაცლავ ჰაველი 18 დეკემბერს გარდაიცვალა 75 წლის ასაკში.
XS
SM
MD
LG