Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საზღვაო ქვეითს გაასამართლებენ ერაყში 24 ადამიანის დახოცვის გამო



აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის სერჟანტს გაასამართელებენ აშშ-ში ბრალდებით, რომ რაზმმა, რომელსაც ის მეთაურობდა, 24 ერაყელი დახოცა 2005 წელს. სან დიეგოში მიმდინარე პროცესზე, ეჭვმიტანილად პარასკევს წარდგება საზღვაო ქვეითთა ჯარის 31 წლის სერჟანტი, ფრენკ ვუტერიხი. ეს არის აშშ-ის არმიის მიმართ ყველაზე დიდი და ხანგძლივი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ერაყის ომს უკავშირდება. მის მიხედვით, 2005 წლის ნოებერში, ერაყის დაბა ჰადიტაში, როცა გზაზე ჩადებული ნაღმის აფეთქებას ერთი საზღვაო ქვეითი ემსხვერპლა და ორი დაშავდა, ვუტერიხმა თავისი რაზმის მეომრებს უბრძანა გაეწმინდათ დაბა. ერთი მხარის ჩვენებით, მეომრები სახლებში ყუმბარებს ისროდნენ და გარედან ავტომატური იარაღიდან ისროდნენ, რასაც 24 ადამიანი ემსხვერპლა. სასამართლო მოჰყვა ერაყიდან აშშ-ის ბოლო სამხედრო მოსამასახურის შინ დაბრუნებას გასულ თვეში.
XS
SM
MD
LG