Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია არ ჩქარობს ახალი მაკონტროლებლის შეფასებას


პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ამ ეტაპზე თავს იკავებს იმ ფაქტის შეფასებისგან, რომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელად მთავარი პორკურატურის კადრი დაინიშნა. "ჯერ დაიწყოს ამ სტრუქტურამ მუშაობა; თუკი დავინახეთ, რომ ხელისუფლებაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ლოიალური დამოკიდებულებაა, ვიდრე სხვა პარტიების მიმართ, ამას პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ალასანიამ. ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოში გააკრიტიკეს კონტროლის პალატაში პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსად ნათია მოგელაძის დანიშვნა, რომელიც მანამდე მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა.
XS
SM
MD
LG