Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა ერაყში 72-მდე გაიზარდა


ბოლო მონაცემებით ერაყში 72-მდე გაიზარდა შიიტი მლოცველების წინააღმდეგ და ასევე შიიტებით დასახლებულ არეალებში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულთა რიცხვი 100-მდეა. მლოცველებზე თავდასხმა ასირიაში მოხდა, როცა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ცხრა ადამიანი დაიხოცა „სადრ სიტიში“, სადაც დანაღმული მოტოციკლი და გზაზე ჩადებული ნაღმი აფეთქდა. 12 ადამიანი დაიღუპა კადჰიმიის რაიონში, სადაც ორი მანქანა აფეთქდა. ერაყში შიშობენ, რომ სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება კვლავ იფეთქებს, როცა აშშ-ის ჯარი საბოლოოდ დატოვებს ქვეყანას. შიიტი პრემიიერ-მინისტრის, ნური ალ-მეალიკის მომხრე ძალებსა და სუნიტ პოლიტიკოსს, ვიცე-პრეზიდენტს, ტარეკ ალ-ჰაშემის მძაფრი დაპირისპირება აქვთ მას მერე, რაც ალ-ჰაშემის მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცეს და ის ტერორიზმთან კავშირში დაადანაშაულეს.

XS
SM
MD
LG