Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორებმა პაკისტანს განცხადებით მიმართეს


ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, დამოუკიდებელმა სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა და რესპუბლიკელმა სენატორმა მარკ კირკმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც გამოეხმაურნენ ცნობებს შეერთებულ შტატებში პაკისტანის ყოფილი ელჩის, ჰუსაინ ჰაყანის მიმართ უკანონო ქმედებების თაობაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სენატორები სულ უფრო მეტად შეშფოთებული არიან ელჩ ჰაყანის მიმართ მოპყრობით მას მერე, რაც ის შინ დაბრუნდა პაკისტანში, მათ შორის, მისთვის მოგზაურობის აკრძალვით.“ განცხადება მოუწოდებს პაკისტანის ხელისუფლებას, პრობლემა კანონთან შესაბამისობაში მოაგვაროს. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ჰაყანის უცხოეთში მოგზაურობა აუკრძალა. მიმდინარეობს გამოძიება ინფორმაციის გაჟონვის თაობასთან დაკავშირებით. საქმე ეხება მემორანდუმს, რომელშიც პაკისტანის სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლები თითქოს სთხოვენ ამერიკას, წინ აღუდგეს შესაძლო სამხედრო გადატრიალებას პაკისტანის მხრიდან დათმობების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG