Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ აშშ-ის ახალი სამხედრო სტრატეგია გამოაცხადა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეერთებული შტატების ახალი სამხედრო სტრატეგია გამოაცხადა. სტრატეგია ითვალისწინებს შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების შემცირებას და პრიორტეტის გადატანას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე. პენტაგონის პრესსამსახურში გამოსვლისას პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ არმიაში ცვლილებების გატარება დროთა განმავლობაში მოხდება. ახალი პოლიტიკის ყურადღების ცენტრშია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; ბირთვული იარაღით დაშინება; შეერთებული შტატების ტერიტორიის დაცვა და ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგის დაშინება, მისი აგრესიის შეჩერება და მოგერიება.
XS
SM
MD
LG