Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკოს ქმარს ჩეხეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ქმარს ჩეხეთის რესპუბლიკამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ასეთი გადაწყვეტილება დაადასტურა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ რეპკამ, რომელმაც „ასოშიეიტედ პრესს" უთხრა, რომ შინაგან ჩეხეთის საქმეთა სამინისტრომ დააკმაყოფილა 51 წლის ალექსანდრე ტიმოშენკოს თხოვნა. ალექსანდ ტიმოშენკოს ეს ნაბიჯი მოჰყვა იულია ტიმოშენკოს ბადრაგირებას ხარკოვის ციხეში, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი 7 წელს დაჰყოფს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და რუსეთთან ხელმოწერილი გაზის კონტრაქტით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის გამო. ვარაუდობენ, რომ ამ ფონზე ალექსანდრ ტიმოშენკოსათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას ჩეხეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების მორიგი გაუარესება მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG