Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი თეირანის ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის მოწოდებით გამოვიდა


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი თეირანის ბირთვული ამბიციების თაობაზე ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის მოწოდებით გამოვიდა. უკანასკნელ დღეებში გამწვავდა აგრესიული რიტორიკა ვაშინგტონსა და თეირანს შორის. ირანმა გააფრთხილა შეერთებული შტატები, არ გაგზავნოს სამხედრო გემები სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტეში. ბან კი მუნმა ორივე მხარეს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ განმუხტონ რეგიონში დაძაბულობა და დაპირისპირება მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ. ამავე დროს, მისი თქმით, ირანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს. მან მოუწოდა თეირანს, დაემორჩილოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც ირანისგან ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. იმის გამო, რომ ირანი ასე არ იქცევა, მას გაეროს სანქციების ოთხი წყება დაუწესდა.
XS
SM
MD
LG