Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ორმა ტიბეტელმა ბერმა წაიკიდა ცეცხლი, ერთი დაიღუპა


ჩინეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სინხუამ“ დაადასტურა თავის დაწვის შედეგად 18 წლის ტიბეტელის სიკვდილი. მან პარასკევს წაიკიდა ცეცხლი კირტის მონასტრის მახლობლად, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. როგორც იტყობინებიან, ის ყოფილი ბუდისტი ბერი იყო. იმავე დღეს იმავე მონასტრის კიდევ ერთმა ყოფილმა ბერმა სცადა თავის დაწვა მონასტრის კედლებთან. ის საავადმყოფოში მოათავსეს. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეს ძირითადად ტიბეტელებით დასახლებულ ამ რაიონში თავის დაწვის მე-13 და მე-14 შემთხვევებია. ადამიანის უფლებების დამცველთა თანახმად, სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა. ბუდისტი ბერები და სხვა ტიბეტელები პროტესტს აცხადებენ ჩინეთის ხელისუფლების მიერ მათი უფლებების დარღვევის გამო.
XS
SM
MD
LG