Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი ტურბულენტობის გამო დაშავდა ავსტრალიის ავიაკომპანია Qantas-ის ავიალაინერის შვიდი მგზავრი


ძლიერი ტურბულენტობის გამო დაშავდა ავსტრალიის ავიაკომპანია Qantas-ის ავიალაინერ А-380-ის შვიდი მგზავრი. შემთხვევა მოხდა შაბათს, ინდოეთის ოკეანის თავზე. ლაინერი ლონდონიდან სინგაპურში მიფრინავდა. სინგაპურის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ ოთხი მგზავრი საავადმყოფოში მოათავსეს. მათ დაჟეჟილობები და ჭრილობები აქვთ. ინჟინრებმა თვითმფრინავის შემოწმების შედეგად ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. მაგრამ სინგაპურიდან სიდნეიში მისი გაფრენა თითქმის ერთი დღე-ღამით გადაიდო.
XS
SM
MD
LG