Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აცხადებს, რომ ყველა ზომას მიმართავს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად


შეერთებული შტატები საპასუხო ზომებს მიმართავს, თუკი ირანი შეეცდება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, რომლის გავლითაც ხორციელდება ნავთობის საზღვაო გადაზიდვების ერთ მესამედზე მეტი. ასეთი განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. დღესვენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა, რომ „აშშ ყველა საჭირო ზომას მიიღებს სრუტის გასახსნელად.“ მანამდე ირანი დაიმუქრა, რომ ჩაკეტავს ჰორმუზის სრუტეს, თუკი ევროკავშირი ირანის ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოს დააწესებს. დასავლეთის ქვეყნები ირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობაში სდებენ ბრალს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG