Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერვეზ მუშარაფი პაკისტანში დაბრუნებას გეგმავს


დევნილობაში მყოფი პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი პირობას დებს, რომ თვის ბოლოს დაბრუნდება პაკისტანში მიუხედავად იმის, რომ შეიძლება დააპატიმრონ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. მუშარაფმა კვირას დუბაიდან ვიდეო-ხიდის საშუალებით მიმართა პაკისტანის სამხრეთით ქალაქ კარაჩიში მყოფ ათასობით მხარდამჭერს და დაჰპირდა, რომ პაკისტანში 27-30 იანვარს დაბრუნდება. მუშარაფის თქმით, იგი აპირებს სათავეში ჩაუდგეს ახლახან დაარსებულ პოლიტიკურ პარტიას, „სრულიად პაკისტანის მუსლიმთა ლიგას“ და მონაწილეობა მიიღოს 2013 წლის არჩევნებში. პაკისტანის ყოფილი ლიდერი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 1999 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, პოსტიდან 2008 წელს გადადგა. მანამდე კი იგი ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, ჯერ როგორ სამხედრო დიქტატორი, მოგვიანებით კი, როგორც სამოქალაქო პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG