Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია სამუდამო პატიმრობას ითხოვს კოსოვოელი ბრალდებულისათვის


სახელმწიფო ბრალდება გერმანიაში სამუდამო პატიმრობას ითხოვს კოსოვოელი მამაკაცისათვის, რომელმაც 2011 წლის მარტში ფრანკფურტის აეროპორტში ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი - დაიჭრა. ბრალდება მიიჩნევს, რომ არიდ უკამ დანაშაულის ისლამისტური ექსტრემიზმის მოტივით ჩაიდინა. გამოძიება დარწმუნებულია, რომ მას არ აქვს კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მარტო მოქმედებდა. მოსალოდნელია, რომ ფრანკფურტის სასამართლო განაჩენს 19 იანვარს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG