Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ირანი ახალ ადგილას მუშაობს ბირთვულ პროგრამაზე


გაეროს ატომურმა სააგენტომ დღეს დაადასტურა, რომ ირანს ახალ ობიექტზე აქვს დაწყებული ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრებასთან დაკავშირებული სამუშაოები. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პრესმდივნის განცხადებით, ეს პროცესი დაწყებულია ფორდოუის ობიექტზე ქალაქ ყომის მახლობლად. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას იყენებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას, მაგრამ უარს ამბობს ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე, რასაც მისგან მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭო.
XS
SM
MD
LG