Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტი წინააღმდეგია ჟანაოზენში არჩევნების გაუქმების


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ვეტო დაადო საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებას ქალაქ ჟანაოზენში საპარლამენტო არჩევნების არჩატარების შესახებ. ნაზარბაევის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟანაოზენში არჩევნების არჩატარება იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა იქნება. ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭომ 6 იანვარს დაადგინა, რომ ჟანაოზენში საგანგებო მდგომარეობის გამო შეუძლებელი იქნება იქ არჩევნების ჩატარება და ამომრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG