Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტი ემზადება მორიგი ვადით ასარჩევად


თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა საარჩევნო კამპანია დაიწყო დაპირებით, რომ ის თურქმენეთს ”ინდუსტრიულ სახელმწიფოდ” აქცევს. საპრეზიდენტო არჩევნები თურქმენეთში 12 თებერვალს გაიმართება. 9 იანვარს სატელევიზიო გამოსვლისას ბერდიმუხამედოვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აშენდება ახალი ქარხნები იმისათვის, რომ თურქმენეთში აღარ იყოს მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული ეკონომიკა. სოფლის მეურნეობაზე კი ბერდიმუხამედოვმა თქვა, რომ აქცენტი მესაქონლეობიდან მიწათმოქმედებაზე გადაინაცვლებს. თურქმენეთის ტერიტორიის თითქმის 90% უდაბნოა. ქვეყნის პრეზიდენტმა ერთი უცნაური იდეაც გაამხილა - მას სურს, რომ ხელოვნური თოვლის დანადგარების გამოყენებით, აშხაბადთან ახლოს სათხილამურო-საციგურაო კომპლექსი შექმნას.
XS
SM
MD
LG