საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქისა და აფხაზური ეკლესიის დელეგაციის შეხვედრის თაობაზე ოფიციალურ კომენტარს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ინფორმაციის შემოწმების შემდეგ გამოაქვეყნებს. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა გიორგი ზვიადაძემ სააგენტო „პირველს“ დღეს განუცხადა, რომ ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ აფხაზური მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ამჟამად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მოწმდება და გაირკვევა, თუ კონკრეტულად რა შეხვედრა გაიმართა. გიორგი ზვიადაძის თქმით, აფხაზეთის ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშაა და მის გარეშე რაიმე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზური ეკლესიის დელეგაცია 9 იანვარს სტამბოლში შეხვდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, რომელმაც განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთში ეკლესიის მდგომარეობის კანონიკურად გადასაწყვეტად.
ყველაზე პოპულარული
1