Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკილიკსის“ ინფორმატორს სამხედრო ტრიბუნალი ელის


აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალის რეკომენდაციით, დაზვერვის ანალიტიკოსი, რომელიც ეჭვმიტანილია „ვიკილიკსისათვის“ გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიწოდებაში, - შესაძლოა წარსდგეს სამხედრო-საველე სასამართლოს წინაშე. ბრედლი მანინგი 2010 წლის მაისში დააკავეს ბრალდებით, რომ კავშირი ჰქონდა აშშ-ის მთავრობის ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვაში, რომელიც სკანდალურმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა. 24 წლის მანინგს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ციხე ელოდება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ სამხედრო უწყებას არასოდეს გაუგზავნია მანინგი ერაყში ანდა მიუცია მისთვის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების ნება.
XS
SM
MD
LG