Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ოპიუმის მწარმოებელთა მოგება გაიზარდა


2011 წელს საგრძნობლად გაიზარდა ავღანური ოპიუმის ფასები და მისი მწარმოებლების მოგება. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ბიუროს ბოლო კვლევაში. გაეროს ცნობით, ავღანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს ოპიუმის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს. ამასთან, გასულ წელს მისი გაყიდვების მოცულობა თითქმის ორი მესამედით გაიზარდა, რასაც თან ახლდა ოპიატებზე ფასების ზრდაც. ავღანეთი მსოფლიო ოპიუმის 90 პროცენტს აწარმოებს.
XS
SM
MD
LG