Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა სამ კომპანიას


ირანთან ვაჭრობის გამო სამ ენერგეტიკულ კომპანიას აშშ-მა სანქცია დაუწესა. მათ შორის არიან - ჩინეთის სახელმწიფი კომპანია, რომელიც ირანის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და ნავთობ-პროდუქტების მიმწოდებელია. სანქციები უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამას, რომელიც, ვაშინგტონის თქმით, სამხედრო მიზნებს ისახავს. მანამდე იაპონიამ განაცხადა, რომ უერთდება სანქციებს და თანდათანობით შეამცირებს ირანიდან ნავთობის იმპორტს. ევროკავშირსაც განზრახული აქვს განიხილოს ირანის ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოს საკითხი.
XS
SM
MD
LG