Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი: საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება


თუ საპარლამენტო არჩევნები მართლაც 2012 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა. რაც შეეხება ბიზნესმენის მეუღლეს ეკატერინა ხვედელიძეს, ხიდაშელის განმარტებით, ის პარტიას უხელმძღვანელებს, სანამ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი გაირკვევა. "ის, რომ ეკატერინა ხვედელიძე იქნება პარტიის თავმჯდომარე ნათქვამი არ ყოფილა. იურისტთა ჯგუფის განმარტება იმას გულისხმობდა, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი მოგვარდება, პარტია უნდა შეიქმნას”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
XS
SM
MD
LG