Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ტერაქტს ემსხვერპლა სულ მცირე 50 კაცი


სულ მცირე 50 კაცი დაიღუპა ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბასრაში მომხდარ ტერაქტში. პოლიციის ფორმაში გადაწყობილმა თვითმკვლელმა იერიში მიიტანა შიიტი მლოცველების ჯგუფზე. ქალაქ ბასრის სამედიცინო დირექტორატის ხელმძღვანელმა რიად აბდულ ამირმა თავდაპირველად დაადასტურა, რომ ბასრის ჰოსპიტალში მიიტანეს 30 გვამი. მოგვიანებით დაღუპულთა რიცხვი გიზარდა. აფეთქების დროს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს 90-მა კაცმა. პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა თვითმკვლელმა, რომელზეც ეჭვი არავის აუღია, იოლად მოახერხა იმ საკონტროლო პუნქტთან მიახლოვება, სადაც მლოცველები აღნიშნავდნენ არბეინის დღესასწაულის დასრულებას. ეს არის ერთ-ერთი წმინდა დღესასწაული შიიტური კალენდრით.
XS
SM
MD
LG