Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ლანჩხუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებს


პარტია „ თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საღამოს საგანგებო განცხადებას გააკეთებს პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დაკავების გამო. ირაკლი ალასანიამ პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელგუჯა ჩხაიძის დაკავებას პოლიტიკური დევნა უწოდა. ალასანიას თქმით, თანაპარტიელის დევნა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხაიძე უკანონოდ დააკავეს, იარაღი ჩაუდეს. ხუთშაბათს „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ზურაბ აბაშიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს „მოდულის“ შენობასთან გამართა საპროტესტო აცია და კახეთის რაიონში პარტიის წევრებისა და მათი ოჯახების დევნის ფაქტები დაასახელა. საქართველოს ხელისუფლებას ამ ბრალდებებზე განმარტებები არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG