Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში არჩევნებში მონაწილეობა 75 პროცენტზე მეტმა მიიღო


ყახაზეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში 75 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში ბოლო უნდა მოუღოს ერთპარტიულ მმართველობას, თუმცა წინასწარი პროგნოზებით პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პარტია „ნურ ოტანი“ პარლამენტში მანდატების უმრავლესობას მოიპოვებს. ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი დამკვირვებლების ინფორმაციით, დაფიქსირდა ხმების მიცემი წესების მრავალი დარღვევა, ხმების გაყალბება და ბიულეტენების დატაცებას. ადგილი კვლავ ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ყახაზეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელმაც ხმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა, საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი გამოცდა უწოდა. ნაზარბაევი: „მჯერა, რომ, როგორც ყოველთვის, ყაზახელები ხმას მისცემენ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და სიმშვიდეს და ამის საფუძველზე ყველა ყაზახის კეთილდღეობას და განვითარებას. ღია და პატიოსანი არჩევნებისათვის გაკეთებულია ყველაფერი, ეს ჩვენთვის დიდი გამოცდაა,“- განაცხადა საარჩევნო უბანზე მისულმა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა. 98 მანდატის ვინაობა გაირკვევა პარტიული სიებით ჩატარებულ არჩევნებში. დარჩენილ 9 ადგილის მფლობელს კი მომდევნო დღეს სახალხო ასამბლეა, ნურსულთან ნაზარბაევის საკონსულტაციო ორგანო დაასახელებს.
XS
SM
MD
LG