Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის ხელისუფლება საგანგებო თათბირს უძღვნის ქვეყანაში მიმდინარე აქციებს


რუმინეთის ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო საგანგებო თათბირს მართავს. აქციები ქვეყანაში ბიუჯეტის ეკონომიის გამო მიმდინარეობს. ბუქარესტში დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკების დროს 6 ადამიანი დაშავდა. დემონსტრანტები პოლიციის მისამართით ქვებს ისროდნენ. პოლიციამ კი მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხა. საპროტესტო აქციები რუმინეთში გასული კვირის ხუთშაბათს დაიწყო. მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასების შეკვეცის, გადასახადების გაზრდისა და ქვეყანაში არსებული კორუფციის გამო.
XS
SM
MD
LG