Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მიიღო


ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია "ნურ ოტანი" (ნათელი მამული) ლიდერობს. როგორც ”ინტერპრესნიუსი” უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, ეგზითპოლების შედეგებით, პარტიამ ხმების 81% მიიღო. ასევე, ქვედა პალატაში მოხვდნენ "სახალხო კომუნისტური პარტია" და პარტია "აკ ჟოლი" (ნათელი გზა). მათ ხმათა დაახლოებით 7-7% დააგროვეს. დსთ-ის დამკვირვებლების შეფასებით, ხმის მიცემის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. ყაზახეთში პარლამენტის ქვედა პალატის (მეჯლისის) არჩევნები გუშინ გაიმართა. რესპუბლიკის მასშტაბით 9 700-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩეველთა სიაში კი 9,2 მილიონი ადამიანი ირიცხებოდა. არჩევნებს 1000-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს.
XS
SM
MD
LG