Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კოსტა კონკორდიას" მფლობელი კაპიტნის ბრალეულობაზე საუბრობს


იტალიურ სამგზავრო ლაინერ ”კოსტა კონკორდიას” მფლობელი არ გამორიცხავს, რომ ლაინერის კატასტროფაში ბრალი კაპიტანს მიუძღვის. მისი ვარაუდით, შესაძლოა სწორედ კაპიტნის უყურადღებობის გამო მოხდა კატასტროფა. მისივე განცხადებით, ლაინერის ეკიპაჟის წევრებმა არ დაიცვეს სტანდარტული გეგმა, რომელიც ექსტრემალური სიტუაციებისთვის არის შექმნილი. ამ დროისათვის ლაინერის კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინო დაკავებულია. ლაინერი, რომლის გემბანზეც 4300 ადამიანი იმყოფებოდა, პარასკევს ტირენის ზღვის სანაპიროსთან მეჩეჩზე დაჯდა. უკანასკნელი მონაცემებით დაღუპულია 5 ადამიანი. ისინი იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და პერუს მოქალაქეები არიან. 15 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
XS
SM
MD
LG