Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გამოდის მოწოდებით რუსეთის მომავალზე „ეროვნული დაილოგის“ გამართვის შესახებ


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქვამს შეფასებას, რომ ოპოზიციას იდეები აკლია. ეს და სხვა მოსაზრებები გამოთქმულია სტატიაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ინტერნეტში, პუტინის საარჩევნო საიტზე. პუტინი, მისივე თქმით, მოელის, რომ ისინი, ვისაც არჩევნებში გამარჯვების იმედი არა აქვს, „თამამად გამოთქვამენ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც არ დასჭირდებათ“. იქვე პუტინი თანამემამულეებს მოუწოდებს „ფართო დიალოგისაკენ“ ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე მოსაზრებების გამოსათქმელად. მისი აზრით, რუსეთს სჭირდება ცვლილება, მაგრამ ცვლილება უნდა იყოს „ლოგიკური განვითარების“ და არა რევოლუციის შედეგი. რუსეთში ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 4 დეკემბრის არჩევნებს, რომლებიც პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთის“ გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და 4 თებერვლისთვის ამზადებს მორიგ მასშტაბურ დემონსტრაციას - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე.
XS
SM
MD
LG