Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო თემურ ალასანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს


საქართველოს პრეზიდენტის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მაოდგილემ ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ შარშანდელი ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა, მაგრამ ის გაგრძელდება. თემურ ალასანიას დიპლომატიური თანამდებობა არ აქვს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტაციას ანაზღაურების გარეშე უწევს. თემურ ალასანიას კონსულტანტობის აუცილებლობას სამინისტროში იმით ხსნიან, რომ პრეზიდენტის ბიძას გაეროსთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.
XS
SM
MD
LG