Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი სასამართლოში უნდა გამოცხადდეს


პაკისტანის უზენაესი სასამართლოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ უგულებელყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც უნდა დაწყებულიყო გამოძიება პაკისტანის პრეზიდენტის კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი გილანი შესაძლოა, თვითონაც გაასამართლონ და ამას მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვეს. სასამართლომ გილანი დაიბარა ხუთშაბათს, 19 იანვარს იმის ასახსნელად, თუ რატომ არ შეასრულა სასამართლოს მოთხოვნა. უზენაესი სასამართლო მთავრობისაგან მოითხოვს, განახლდეს გასული საუკუნის 90-ან წლებში დაწყებული გამოძიება პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. მთავრობა უარს ამბობს და პრეზიდენტის იმუნიტეტზე მიუთითებს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ფონია მზარდი დაძაბულობა პაკისტანში სამოქალაქო მთავრობასა და უაღრესად გავლენიან სამხედრო ძალებს შორის.
XS
SM
MD
LG