Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი ემხრობა სირიის საკითხში გაეროს უშიშროების საბჭოს ამოქმედებას


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, მიმართოს ზომებს სირიაში შექმნილ, ბან კი მუნის შეფასებით, „მიუღებელ“ ვითარებასთან დაკავშირებით. ასეთი მოწოდებით ის გამოვიდა აბუ დაბიში, სადაც იმყოფება ენერგეტიკისადმი მიძღვნილ სამიტთან დაკავშირებით. აქტივისტების განცხადებით, დღეს სირიაში, სულ ცოტა, 11 ადამიანი იქნა მოკლული. ამ ქვეყანაში ათი თვეა, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. კვირას გაიმართება არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ სირიაში გასულ თვეში გაგზავნილი სამეთვალყურეო მისიის შესახებ.არაბ მეთვალყურეებს ევალებათ, შეამოწმონ, სრულდება თუ არა არაბული ლიგის გეგმა, რომელსაც სირია 2 ნოემბერს დათანხმდა. გეგმა სირიისაგან მოითხოვდა სისხლისღვრის შეწყვეტას, ქალაქებიდან სამხედრო ძალების გაყვანას, პატიმრების გათავისუფლებასა და დიალოგის გამართვას. გაეროს მონაცემებით, სირიაში დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 5000-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG