მიმოხილვას დავიწყებ იმით, რომ რუსული გაზეთების დიდმა ნაწილმა საკუთარ ვებ-საიტებზე გამოაქვეყნა 17 იანვარს სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ცნობა თურქეთში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რადარის ამუშავების შესახებ. ადრეული შეტყობინების რადიოსალოკაციო სადგურს, რომელიც ქალაქ მალათიის მახლობად განთავსდა და რომლის სამართავი ოპერაციული ცენტრი გერმანიაში მდებარეობს, პირველ ეტაპზე ამერიკელი სამხედროები მოემსახურებიან, რადგანაც, სამხედრო ექსპერტების განმარტებით, თერქეთს ჯერ არ ჰყავს საკუთარი სპეციალისტები, რომლებიც ამერიკული კომპანიის, Raytheon რეისიან-ის მიერ წარმოებული რადარის მართვას შეძლებდნენ. თურქეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ხელისუფლება, თუმცა, ამის მიუხედავად, 2011 წელს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ფერიდუნ სინირლიოღლუმ და ამერიკის ელჩმა თურქეთში ფრენსის რიჩარდონემ რადარის განთავსების მემორანდუმს ხელი მაინც მოაწერეს.
ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის თურქეთში განთავსების წინააღმდეგი იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელიც მესამედ აპირებს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას და რომელიც, შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიითაა დაკავებული. ფაქტობრივად, ვლადიმირ პუტინის საარჩევნო პროგრამის ყველა ძირითადი ასპექტია გადმოცემული წერილში, რომელიც რუსეთის მოქმედმა პრემიერმა 16 იანვარს გაზეთ „იზვესტიაში“ გამოაქვეყნა. პუტინის თქმით, რუსეთმა დაძლია ეკონომიკური ვარდნის მძიმე შედეგები და მთელი რიგი მაჩვენებლებით (მათ შორის, სიცოცხლის ხანგრძლივობითა და კეთილდღეობის დონით) გაუსწრო განვითარების პიკში მყოფ საბჭოთა კავშირს. საერთოდაც, სტატიის ავტორი დიდ დროს უთმობს შედარებით ანალიზს და ხაზს უსვამს საკუთარ წვლილს ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ წერილში პუტინი ასევე უპასუხებს შეკითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტობისათვის ბრძოლა:
„1999 წელს, როცა ჯერ პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი პრეზიდენტი გავხდი, ჩვენი ქვეყანა ღრმა, სისტემურ კრიზისში იმყოფებოდა. და სწორედაც რომ თანამოაზრეების იმ ჯგუფმა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, გამოიყვანა ქვეყანა სამოქალაქო ომის ჩიხიდან, წელში გადატეხა ტერორიზმი, აღადგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და კონსტიტუციური წესრიგი, ააღორძინა ეკონომიკა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რა გაკეთდა კარგად და, პირიქით, რა ვერ გაკეთდა და რა უნდა შეიცვალოს. უახლოესი წლების ამოცანად მიმაჩნია იმ ყველაფრის ჩამოცილება განვითარების გზიდან, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლას აფერხებს. უნდა დავასრულოთ ისეთი პოლიტიკური სისტემის, სოციალური გარანტიების ისეთი სტრუქტურისა და ეკონომიკის ისეთი მოდელის შექმნა, რომლებიც, მთლიანობაში, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ ცოცხალ და მდგრად სახელმწიფო ორგანიზმს შექმნიან“.
თუმცა პოლიტიკის ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, მხოლოდ ამ გეგმით პუტინს არჩევნების მოგება გაუჭირდება. „პუტინი აღარაა საერთო ეროვნული ლიდერი“ - ასეთია „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიის სათაური. „ეს ის პუტინი აღარაა, რომელსაც „სხვადასხვა სფეროს პროდუქტებისგან“ შემდგარი „პუტინის უმრავლესობა“ ჰყავდა“, წერს გაზეთი. „ეს აღარც „ლიბერალი პინოჩეტია“, ვისაც ამაოდ ეპოტინებოდნენ ლიბერალები, და აღარც წესრიგის აღმდგენი „ხავერდოვანი სტალინი“. გაზეთის დასკვნით, რუსეთის ნაციონალური ლიდერის თანამდებობა ვაკანტურია, რასაც უკანასკნელი სტატისტიკური კვლევის შედეგებიც ადასტურებს: 2008 წელს პუტინს რუსეთის მოსახლეობის 70 პროცენტი უჭერდა მხარს, 2011 წლის მიწურულს კი ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ, 36 პროცენტამდეა შემცირებული.