Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადრიატიკის ზღვაში ჯერ კიდევ ეძებენ ქართველი მეზღვაურის ცხედარს


ადრიატიკის ზღვაში ამ დრომდე ეძებენ დაღუპული ქართველი მეზღვაურის მალხაზ ლაზიშვილის ცხედარს. თურქეთის კუთვნილი ტანკერი მის ბორტზე მომხდარი აფეთქების შემდეგ 15 იანვარს ჩაიძირა ალბანეთის ქალაქ დურესის სანაპიროსთან. კატასტროფის შედეგად საქართველოს ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დაიღუპნენ. ნაპოვნი და ამოცნობილია ეკიპაჟის ქართველი წევრის ბექა ურუშაძის ცხედარი. ადრიატიკის ზღვაში მომხდარ კატასტროფას გადაურჩა თორმეტი მეზღვაური, მათ შორის საქართველოს ექვსი მოქალაქე.
XS
SM
MD
LG