Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის მმართველმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა არჩევნებში


ყაზახეთში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, ხმების დიდი უმრავლესობა ერგო პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პარტიას, მმართველ „ნურ ოტანს“. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, „ნურ ოტანმა“ მიიღო ხმების 80,99 პროცენტი, რაც შეესაბამება 83 მანდატს სულ 107-ადგილიან პარლამენტში. საპარლამენტო მანდატები მოიპოვა ნაზარბაევის მხარდამჭერმა კიდევ ორმა პარტიამ - მათ შორის „აკ ჟოლს“ ერგო რვა, ხოლო კომუნისტურ სახალხო პარტიას შვიდი მანდატი. ეუთოს მეთვალყურეების შეფასებით, არჩევნები არ აკმაყოფილებდა ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG