Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ირანის წინააღმდეგ სანქციებს უარყოფითად აფასებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დასავლეთის ახალი სანქციები ქვეყნის ეკონომიკურ „მოხრჩობას“ და შესაძლო სახალხო მღელვარების პროვოცირებას ისახავს მიზნად. 18 იანვარს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ლავროვმა გაიმეორა, რომ რუსეთი წინააღმდეგია, რათა ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ კვლავ დაწესდეს სანქციები, რომლებმაც „ამოწურეს“ საკუთარი შესაძლებლობები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთი სირიის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციის თაობაზეც გააფრთხილა.
XS
SM
MD
LG