Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ არ იგეგმება ირანის რეჟიმის შეცვლა


აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია დაკავებულია არა ირანის რეჟიმის შეცვლის პოლიტიკით, არამედ ეს არის „ორმხრივი მოძრაობის პოლიტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემაში ირანის ჩართვას და მასზე ზეწოლის მოხდენას ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვაშინგტონი სანქციებისა და ზეწოლის კომბინაციით ცდილობს „ირანის ხელისუფლებას სინათლე დაანახვოს“. ტონერის თქმით, რადგანაც ამჯერად პრობლემაში ირანის ჩართვის ძალისხმევა „ჩიხშია შესული“, აშშ ადგას „ზეწოლის გზას, რაც უფროდაუფრო მეტ სანქციას გულისხმობს.“
XS
SM
MD
LG