Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აღაშფოთა რიკ პერის განცხადებამ


თურქეთის მთავრობა უკიდურესად აღაშფოთა აშშ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა რიკ პერიმ, რომლის თანახმად უნდა დაისვას თურქეთის ნატოში ყოფნის საკითხი, რადგან ქვეყანას ისლამისტი ტერორისტები მართავენ. პერიმ, რომელიც ტეხასის შტატის გუბერნატორია, აღნიშნული კომენტარი გააკეთა მირტლ ბიჩთან დებატებში, სამხრეთ კაროლინაში, სადაც 19 იანვარს მორიგი პრაიმერი გაიმართება რესპუბლიკური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს „უსაფუძვლო და უადგილო“ უწოდა პერის კომენტარებს. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა კი განაცხადა, რომ შტატები „აბსოლუტურად და საფუძველშივე“ არ ეთანხმება პერის შეფასებას. თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია, ისლამის ფესვების მქონე ხელისუფლება 2002 წლიდან მართავს.
XS
SM
MD
LG