Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაიცავს საკუთარ მთავრობას


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას საპარლამენტო დებატებში დაიცვას. უნგრეთის კონსერვატიული მთავრობა ევროკავშირის მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა უკანაკნელ ხანს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რაც მთავრობას ძალიან დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. ბუდაპეშტის მიერ მიღებული კანონები სასამართლო სისტემის, ეროვნული ბანკისა და ინფორმაციის დაცვის უწყების რეფორმის შესახებ, ბრიუსელის აზრით, არღვევს ევროკავშირის მთელ რიგ საბაზისო შეთანხმებებს. თუ უნგრეთი არ შეიტანს ცვლილებებს თავის კანონმდებლობაში, საქმეს გადასცემენ ევროპის სასამართლოს.
XS
SM
MD
LG