Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევა თავს კანონიერ პრეზიდენტად მიიჩნევს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ, რომელიც თავს შარშანდელი ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს ხელისუფლების გადაცემა მოსთხოვა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ჯიოევა ასევე აღნიშნავს, რომ გაიწვია საკუთარი ხელმოწერა შეთანხმებიდან, რომელსაც რუსეთის შუამავლობით 10 დეკემბერს მოაწერა ხელი იმჟამინდელ პრეზიდენტ კოკოითისთან. ამ შეთანხმებით, ედუარდ კოკოითის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი უნდა დაეტოვებინა, ალა ჯიოევას კი მონაწილეობა მიეღო 2012 წლის 25 მარტის განმეორებით არჩევნებში, რომელიც ადგილობრივი უმაღლესი სასამართლოს მიერ ნოემბრის არჩევნების შედეგების უკანონოდ აღიარების გამო დაინიშნა. ალა ჯიოევას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან თავს კანონიერ პრეზიდენტად მიიჩნევს. ხელისუფლების გადაცემის მოთხოვნის თაობაზე პასუხს ალა ჯიოევა ვადიმ ბროვცევისგან 23 იანვრამდე ელის. ჯიოევას განცხადებით, ბროვცევის უარი შეფასდება როგორც ძალაუფლების უკანონოდ შენარჩუნება, რასაც ადეკვატური შედეგები მოჰყვება.
XS
SM
MD
LG