ავღანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე აცხადებს, რომ ნატოს სამხედრო ძალებმა ღამის რეიდის შედეგად ხუთი სამოქალაქო პირი დახოცეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. კუნარის პროვინციის გუბერნატორის ფაზელულა ვაჰიდის თანახმად, ღამის რეიდის დროს, რომელიც შვეულმფრენების მხარდაჭერით ჩატარდა ღავკაის ოლქში, ნატოს სამხედროებმა ორი მეამბოხე და ხუთი სამოქალაქო პირი დახოცეს. მათ შორის ერთ ქალი და ორი ბავშვია. ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ სწავლობს ინცინდენტის გამომწვევ მიზეზებს.
ყველაზე პოპულარული
1