საზოგადოებრივი მოძრაობები - "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და "არა" - აცხადებენ, რომ პატიმრები უვარგისი და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტით იკვებებიან. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორი მოძრაობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ რამდენიმე ტელეარხით 17 იანვარს ნაჩვენებ რეპორტაჟებს, რომელიც ასახავდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდილი დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის სტუმრობას ქსნის საპატიმროში, სადაც ის მსჯავრდებულთა კარგ კვებაზე საუბრობდა. მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” იურისტის ზურაბ დიასამიძის განცხადებით, ნაციონალური ტელეარხების სიუჟეტები ცრუ ინფორმაციას ეფუძნებოდა, რადგან პატიმრებს ყოველდღიურად არათუ ხორციანი და გემრიელი საკვები აქვთ, არამედ იწამლებიან. დიასამიძის თქმით, ქსნის დაწესებულებიდან იღებენ არაერთ წერილს, რომელშიც კონკრეტული პატიმრები საუბრობენ ვადაგასულ პროდუქტზე, პურში მწერების აღმოჩენასა და ინტოქსიკაციის გამომწვევ ცხიმსა და ხორცზე. მოძრაობა ”არას” ლიდერმა ლევან ჩიტაძემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მოუწოდა, საპატიმროები დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლებს დაათვალიერებინოს და თუ საზოგადოებრივი მოძრაობების ინფორმაცია არ დადასტურდება, მას საჯაროდ უარყოფენ.
ყველაზე პოპულარული
1