Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან


ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ადრიატიკის ზღვაში მომხდარ კატასტროფას გადაურჩნენ, სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. თურქული ტანკერი, მის ბორტზე აფეთქების შემდეგ ალბანეთის სანაპიროსთან 15 იანვარს ჩაიძირა. თურქეთში საქართველოს ვიცე-კონსულმა გელა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ კატასტროფის შედეგად დაღუპული მეზღვაურის ბექა ურუშაძის საქართველოში გადასვენებისთვის ალბანეთში იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს. ჯაფარიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით უშედეგოდ გრძელდება კატასტროფის შემდეგ გაუჩინარებული მეზღვაურის მალხაზ ლაზიშვილის ძებნა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ტანკერის კაპიტანსაც, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა, ეკიპაჟის წევრთა შორის იყვნენ თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები.
XS
SM
MD
LG