Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკიპედიის“ საპროტესტო აქციამ პირველი შედეგი გამოიღო


აშშ-ში რამდენიმე კონგრესმენმა განაცხადა, რომ აღარ დაუჭერს მხარს ინტერნეტში „მეკობრეობის“ ამკრძალავ კანონპროექტს მას შემდეგ, რაც საინტერნეტო ენციკლოპედია „ვიკიპედიამ“ და სხვა ინტერნეტსაიტებმა საგანგებო აქციით გამოხატეს პროტესტი კანონპროექტთან დაკავშირებით. ოთხშაბათს „ვიკიპედიამ“ 24 საათით დახურა თავისი ინგლისურენოვანი საიტი, პროტესტის ასეთივე ფორმას მიმართა კიდევ რამდენიმე პოპულარულმა ვებსაიტმა, რომლებიც შიშობენ, რომ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შეიზღუდება სიტყვის თავისუფლება და ინოვაციისაკენ მისწრაფება ინტერნეტში. შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში განსახილველ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნეტში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუმჯობესებას, მხარს უჭერენ, მაგალითად, კინომრეწველობასა და გამომცემლობებში, რომლებიც ჩივიან, რომ მილიარდობით დოლარს კარგავენ ონლაინ მეკობრეობის შედეგად. „ვიკიპედიისა“ და სხვა ინტერნეტსაიტების საპროტესტო აქციის შემდეგ რამდენიმე კანონმდებელმა, მათ შორის კანონპროექტის თანაინიციატორმა სენატორებმა შეწყვიტეს კანონპროექტის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი მაინც დაამტკიცებს ახალ კანონს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შესაძლოა, ვეტოს უფლებით ისარგებლოს მის დასაბლოკად.
XS
SM
MD
LG