Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სენატში გენოციდის უარყოფის შესახებ კანონი წინააღმდეგობას წააწყდა


საფრანგეთის სენატის კომიტეტმა უარი უთხრა კანონპროექტს, რომელიც დანაშაულად აცხადებს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი დახოცვის გენოციდად აღიარების უარყოფას. კანონთა კომისიის თანახმად, კანონპროექტი კრონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან არღვევს სიტყვის თავისუფლებას. კომიტეტის ასეთ შეფასებას არ აქვს იურიდიული ძალა. კანონპროექტი სენატმა უნდა განიხილოს ორშაბათს. დოკუმენტმა დიპლომატიური ერთიერთობა დაძაბა საფრანგეთსა და თურქეთს შორის. თურქეთი უარყოფს სომხეთა გენოციდს ოსმალეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში.
XS
SM
MD
LG