Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი აუქმებს საწვრთნელ პროგრამას ავღანეთში


საფრანგეთი აუქმებს საწვრთნელ პროგრამას ავღანელი ჯარისკაცებისათვის და ერთობლივ საბრძოლო ოპერაციებს მას შემდეგ, რაც ოთხი ფრანგი სამხედრო პირი მოკლა, სავარაუდოდ, ავღანელმა ჯარისკაცმა. პროგრამისა და ოპერაციების გაუქმების შესახებ პარიზში განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ: „ჩვენ ავღანელი ხალხის მეგობრები ვართ, ავღანელი ხალხის მოკავშირეები, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, რომ ავღანელი ჯარისკაცები ფრანგ ჯარისკაცებს ესროდნენ. თუ უსაფრთხოების პირობები ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, მაშინ წამოიჭრება საფრანგეთის არმიის მოსალოდნელი გაყვანის საკითხი“, - განაცხადა სარკოზიმ აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე კაპისის პროვინციაში პარასკევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელმაც ოთხი ფრანგი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ოფიციალური პირების ცნობით, დაიჭრა 17 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე. საფრანგეთი 3600 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებში (აისაფ-ში). 2001 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში 80-ზე მეტი ფრანგი ჯარისკაცია დაღუპული.
XS
SM
MD
LG