Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პარლამენტმა მოიწონა პრეზიდენტ სალეჰისთვის სრული იმუნიტეტის მინიჭება


იემენის პარლამენტმა მოიწონა სისხლის სამართლის სფეროში სრული იმუნიტეტის მინიჭება ქვეყნის პრეზიდენტის, ალი აბდელ სალეჰისთვის, რომელიც ამ პოსტს თებერვალში ტოვებს. კანონმდებელთა გადაწყვეტილებით, სალეჰის რამდენიმე უახლოეს თანაშემწეს, მათ შორის მის ორ ვაჟს, მხოლოდ ნაწილობირივი იმუნიტეტის იმედი შეიძლება ჰქონდეთ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან მომავალში სალეჰის განთავისუფლების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სადაო მომენტია იემენში ხელისუფლების გადაცემის თაობაზე შეთანხმებისა. შეთანხმებას ახლახან მოაწერა ხელი სალეჰმა იმ პირობით, რომ ის არასოდეს წარდგება სასამართლოს წინაშე. გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი ნავი პილეი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება იმათთან შეთანხმება, ვინც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის აგებს პასუხს. იემენში ანტისამთავრობო გამოსვლების ერთი წლის მანძილზე ასობით ადამიანი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG