Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კაროლინის პრაიმერიში ნიუტ გინგრიჩმა გაიმარჯვა


რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ნიუტ გინგრიჩმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია სამხრეთ კაროლინის პრაიმერიში. პარტიის წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ირჩევენ რესპუბლიკელთა ერთიან კანდიდატს, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაუპირისპირდება. სამხრეთ კაროლინაში ნიუტ გინგრიჩმა ხმების 40 პროცენტი მიიღო. მიტ რომნიმ, რომელიც აქამდე რასპუბლიკელების ფავორიტად ითვლებოდა, ხმების 28 პროცენტი მოაგროვა. სამხრეთ კაროლინის პრაიმერიში გამარჯვებით, რესპუბლიკური პარტიის კონსერვატული ფრთის წარმომადგენლებისათვის, ნიუტ გინგრიჩი ზომიერი მიტ რომნის ნამდვილ ალტერნატივად ჩამოყალიბდა. რესპუბლიკური პარტიის შემდეგი პრაიმერი 31 იანვარს, ფლორიდაში ჩატარდება.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG