ბორანის კატასტროფას ირანის სანაპიროსთან 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის თაობაზე ირანის ოფიციალური სააგენტო „ირნა“ იუწყება. ხომალდის გემბანზე 20 კაცი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა. 5 კაცის გადარჩენა მოხერხდა. კატასტროფა წუხელ სპარსეთის ყურეში მოხდა. ბორანი რეისს ასრულებდა კუნძულ ორმუზსა და ბანდარ აბასს შორის. ხომალდის კაპიტანი დაკავებულია იმის გამო, რომ შტორმის დროს ზღავში გასვლის აკრძალვას არ დაემორჩილა.